ნამოხვანში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო
ნამოხვანში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო

A+ A-

23:45 10/04/2021

სოფელ ნამოხვანში, მდინარეში გაუჩინარებულ ახალგაზრდა მამაკაცს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

"წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში მომხდარ ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანა გულისხმობს“, – აცხადებენ შსს-ში.

შემთხვევა ნამოხვანში რამდენიმე საათის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ნამოხვანთან ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე თბილისიდან ჩასული მამაკაცი მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა.