რიონის ხეობის ერთ-ერთ მცველს მდინარეში ეძებენ
რიონის ხეობის ერთ-ერთ მცველს მდინარეში ეძებენ

A+ A-

21:27 10/04/2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე მდინარეში შევიდა და დინებამ წაიღო.

"დაახლოებით ერთი საათის წინ, მამაკაცმა თავისი ტელეფონი მდინარის პირას მყოფ ერთ-ერთ აქტივისტს მიაწოდა და წყალში შევიდა. იქვე მყოფებმა ახალგაზრდა კაცის გადარჩენა სცადეს, მაგრამ ის მდინარის სიღრმისკენ მიცურავდა, ბოლოს კი, დინებამ წაიღო.

ცხედარი ამ დრომდე არ უპოვიათ. ამ ეტაპზე გამიჭირდება თქმა, უკავშირდება თუ არა მისი გადაწყვეტილება „ნამახვანჰესის“ მშენებლობას“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა თბილისიდან იყო ჩასული და პროტესტის მონაწილეები მას კარგად არ იცნობდნენ