"დაველოდოთ მომავალ კვირას"
"დაველოდოთ მომავალ კვირას"

A+ A-

19:30 10/04/2021

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ საბოლოო ჯამში, მოლაპარაკებების განახლება მხარეებს მოუწევთ. მისივე განმარტებით, ყველაზე სწორი ფორმატი "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკების, ერთიანი ოპოზიციის ფორმატის შენარჩუნებაა.

ის გიორგი ვაშაძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ მომავალ კვირაში ელოდება "მოჯადოებული წრის გახსნის მექანიზმს და თუ მესამე რაუნდი ჩაინიშნა, ის შეთანხმებით დამთავრდება“.

"მეც მოვისმინე განცხადებები გიორგი ვაშაძის და მისი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, თუმცა მე ვერ დაგიდასტურებთ იმას, რომ რაღაც დოკუმენტი უკვე არსებობს, რომელზეც შეიძლება განახლდეს მოლაპარაკებები. ის რომ საბოლოო ჯამში, მოლაპარაკებების განახლება მოუწევთ მხარეებს, ეს რა თქმა უნდა, ცალსახაა, თუმცა ის მოლოდინი, რომ მაინც და მაინც ამ კვირაში რაღაც კონკრეტული დოკუმენტი დაიდება (ყოველ შემთხვევაში, ჩვენ რომ ამგვარი მოლოდინი შეგვქმოდეს), ჯერჯერობით არ გვაქვს. ჩვენ ვთვლით, რომ ყველაზე სწორი ფორმატი "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკების არის ერთიანი ოპოზიციის ფორმატის შენარჩუნება და ამ შემთხვევაშიც კი, ჩვენ ერთი ერთზე "ქართულ ოცნებასთან" დაჯდომას არ ვაპირებთ. აუცილებლად ვთვლით, რომ ეს მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მედიაციის ფარგლებში. მე ვფიქრობ, რომ გიორგი ვაშაძეს კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან აქვს, ჩვენც გვაქვს ბუნებრივია, მათთან კომუნიკაცია და უფრო ნაკლებად სავარაუდო მგონია ის, რომ მაინც და მაინც "ქართულ ოცნებასთან" აქვს იმგვარი მოლაპარაკება, რომელსაც თავადაც უარყოფს. გიორგი ვაშაძემ ეთერებშიც განმარტა, რომ "ქართულ ოცნებასთან" დამოუკიდებელ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. ამიტომ, დაველოდოთ მომავალ კვირას. ამ ეტაპზე მე გამოვრიცხავ იმასაც, რომ ნებისმიერი პარტია, რომელიც საკუთარ თავს მოიაზრებს ოპოზიციაში, შევიდეს პარლამენტში ისე, რომ არ მოხდეს ერთი მხრივ, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და მეორე მხრივ, ვადამდელი არჩევნებისა და რეფორმების საკითხი"-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.