"ოპოზიცია ვერ და არ უნდა ცხოვრობდეს მუდმივად იმ რეჟიმში, რომ ვისხდეთ და ველოდოთ ახლა რას მოიფიქრებს "ოცნება"
"ოპოზიცია ვერ და არ უნდა ცხოვრობდეს მუდმივად იმ რეჟიმში, რომ ვისხდეთ და ველოდოთ ახლა რას მოიფიქრებს "ოცნება"

A+ A-

19:21 10/04/2021

"დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ოპოზიცია მოსალაპარაკებლად ყოველ წუთს მზად არის, მაგრამ ანალოგიურ მზაობას "ქართული ოცნებისგან" ვერ ხედავს.

მისივე განმარტებით, ოპოზიცია არ უნდა ელოდოს იმას, ხელისუფლება რას მოიფიქრეს და ამომრჩეველთან კომუნიკაცია და ქვეყანაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად ბრძოლა უნდა დაიწყოს.

"ოპოზიციის პოზიცია ნათელია. პრინციპი, მოქნილობის საზღვრები არის იგივე, თუ კრიზისიდან ჩვენ ვერ ვნახეთ რეალური გამოსავალი, თავის მოტყუებას არავინ არ აპირებს. ამისთვის აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკური დევნის აღმოფხვრა და არჩევნებამდე მისვლა. როგორ მივალთ, რა გზით, რა ფორმით გამოუშვებენ პოლიტპატიმრებს და ა.შ. ეს ყველაფერი შეიძლება იყოს მსჯელობის საგანი, თუმცა აქამდე ჩვენ "ქართული ოცნებისგან" სერიოზული მიდგომა ამაზე არ გვინახავს. მე პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენგან მზაობა ყოველ წუთს არის, თუმცა "ქართული ოცნებისგან" ეს სიგნალები არ არის. მეტსაც გეტყვით, ოპოზიცია ვერ და არ უნდა ცხოვრობდეს მუდმივად იმ რეჟიმში, რომ ვისხდეთ და ველოდოთ ახლა რას მოიფიქრებს "ოცნება". ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი ამომრჩეველთან კომუნიკაცია.

გარდა იმ საკითხისა, პოლიტიკური პროცესი როგორ წავა და რა ამოცანები იქნება, უნდა იყოს იმ პრობლემებისთვის ბრძოლა, რაც აქვს ხალხს. ჩვენ ყოველდღიურად საოცრებებს ვისმენთ, დაწყებული იმით, რაც გალში მოხდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, 2-ჯერ გავაგზავნე წერილი პრემიერ-მინისტრთან, საკოორდინაციო საბჭოში, რომ საფრთხე არის ადამიანების ჯანმრთელობის, გამოვაქვეყნეთ მასალა, როგორ ზიანდებიან, როცა გადმოდიან ამ საშინელი გზებით, პასუხი იყო ნოლი. ამას სჭირდება ბრძოლა და ამას სჭირდება ოპოზიციის ბრძოლა. დღეს გავიგეთ, რომ რიონის ხეობის საზღვარზე დააკავეს ადამიანი. რა საზღვრები შექმნეს, რას აკეთებენ, რის უფლებას აძლევენ საერთოდ თავის თავს? ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ მოქალაქეებს რეგიონებშიც, თბილისშიც, ამიტომ აუცილებელია ამ პრობლემებთან ბრძოლა, ამომრჩეველთან კომუნიკაცია. გამოსავალი სჭირდება ხალხს", - განაცხადა ხოშტარიამ.