"ამ პარტიიდან ურთიერთგამომრიცხავ მოქმედებებს ამომრჩეველი ვეღარ ნახავს – ლიდერი სიტყვას რომ იტყვის, სიტყვას დაიცავს"
"ამ პარტიიდან ურთიერთგამომრიცხავ მოქმედებებს ამომრჩეველი ვეღარ ნახავს – ლიდერი სიტყვას რომ იტყვის, სიტყვას დაიცავს"

A+ A-

17:12 10/04/2021

გიგას არჩევით ამომრჩეველი ვეღარ ნახავს პარტიიდან ურთიერთგამომრიცხავ მოქმედებებს, ლიდერი სიტყვას რომ იტყვის, დაიცავს მას და ჩემთვის ეს გადამწყვეტია, – ასე ეხმაურება ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი გიგა ბოკერიას „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარედ არჩევას.

„გიგა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გახდა.

2018 წლიდან, „ევროპულ საქართველოს“ თანმიმდევრულობის და საკუთარი სიტყვის პატივისცემის პრობლემა აქვს – იმდენად, რომ მეც კი მიჭირდა ლიდერშიფის ნდობა.

2020 წელს, კამპანიაში, ჩემი თვალით ვნახე მძიმე პრობლემები მენეჯმენტში – მართვაში.

დარწმუნებული ვარ, რომ გიგას არჩევით პირველი საკითხი უკვე გადაწყვეტილია – ამ პარტიიდან ურთიერთგამომრიცხავ მოქმედებებს ამომრჩეველი ვეღარ ნახავს – ლიდერი სიტყვას რომ იტყვის, სიტყვას დაიცავს და ჩემთვის ეს გადამწყვეტია.

რაც შეეხება მართვას – ესეც მოგვარდება, გამართული ბექოფისი შეიქმნება, სისტემური გადატვირთვა მოხდება და პარტია ქვემოდან ზემოთ პრინციპით აეწყობა.

ჩვენი მხარდამჭერები უპირველეს ყოვლისა! ახლა მათი კარგად გაცნობის და დაფასების დროა – სჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან. მოკლედ, საინტერესო პროცესი იწყება და მიხარია“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს.