ქუთაისში, მრავალსართულიან კორპუსებში ლიფტების დამონტაჟების მოთხოვნით აქცია გაიმართა
ქუთაისში, მრავალსართულიან კორპუსებში ლიფტების დამონტაჟების მოთხოვნით აქცია გაიმართა

A+ A-

16:22 10/04/2021

ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე ადგილობრივებმა აქცია გამართეს. მათ მრავალსართულიან კორპუსებში ლიფტების დამონტაჟება მოითხოვეს და პროტესტის ნიშნად, ქუჩა გადაკეტეს, რასაც ხმაური მოჰყვა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.

"ვაპროტესტებთ იმას, რომ ჩვენს ბინაში ლიფტი არ მუშაობს. პირველ სართულზე პატარა ლიფტი გახსნილია, არც შემოღობილია, არაფერი. იყო შემთხვევა, ქალი ჩავარდა შიგნით. მეორე ლიფტი საერთოდ არ მუშაობს, კვირაში ერთი დღე შეიძლება იმუშაოს, ისიც ნორმალურად არა. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. ლიფტები თავიდანვე არასწორად იყო დამონტაჟული და გაკეთებული. შევქმენით ამხანაგობა და მერიის დაფინანსებით გააკეთეს თითქოს, მაგრამ ამას გაკეთებული არ ქვია. ეს არის უხარისხო ლიფტები, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცვლელი. გვაინტერესებს ეს ამდენი თანხა, რაც დაჯდა, სად წავიდა? რატომ გამოიყენეს ეს თანხები არამიზნობრივად?"-აცხადებენ ადგილობრივები.

ლიფტების მოწესრიგების მოთხოვნით, ადგილობრივები ქუთაისში, უკვე მეექვსე აქციას ატარებენ, გზის გადაკეტვა კი მათი მხრიდან, პირველი შემთხვევა იყო.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ ადგილობრივი ხელისუფლება მათ მოთხოვნას არ გაითვალიწინებს, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.