"გადავწყვიტე, საქმიანობა და ბრძოლა უპარტიო სტატუსით განვაგრძო"
"გადავწყვიტე, საქმიანობა და ბრძოლა უპარტიო სტატუსით განვაგრძო"

A+ A-

15:10 10/04/2021

პარტია „ევროპული საქართველო“ გოკა გაბაშვილმა დატოვა. ამის შესახებ გოკა გაბაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც გოკა გაბაშვილი წერს, გადაწყვიტა უპარტიო სტატუსით გააგრძელოს საქმიანობა.

„ამ ეტაპზე მეც, ჩემი მეგობრების მსგავსად, გადავწყვიტე, საქმიანობა და ბრძოლა უპარტიო სტატუსით განვაგრძო. „ევროპულ საქართველოში“, ასევე ბევრი მეგობარი რჩება და წარმატება მათ“, – წერს გოკა გაბაშვილი.