კორონავირუსის 506 ახალი შემთხვევიდან 240 თბილისში გამოვლინდა
კორონავირუსის 506 ახალი შემთხვევიდან 240 თბილისში გამოვლინდა

A+ A-

11:19 10/04/2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 506 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 240 შემთხვევა, აჭარა - 76, იმერეთი - 43, ქვემო ქართლი - 33, შიდა ქართლი - 13, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 66, კახეთი - 13, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 083, საიდანაც: 2 190 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 074, აჭარაში - 331, იმერეთში - 334.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 287 689 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 276 711, გარდაიცვალა 3869 პაციენტი.