საქართველოში კორონავირუსის 506 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 285 ადამიანი
საქართველოში კორონავირუსის 506 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 285 ადამიანი

A+ A-

11:08 10/04/2021

საქართველოში კორონავირუსის 506 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 285 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 751 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 769, პისიარტესტით – 9 982.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,96 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,16 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,49 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 287 689 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 276 711 გამოჯანმრთელდა, 3 869 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 198, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 190 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 301 პირი.