პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს
პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს

A+ A-

01:09 10/04/2021

7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს.

საქართველოს პრემიერმინისტრის განკარგულებით, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ არის გამოცხადებული.

7 აპრილს, საოკუპაციო ხაზთან, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდინარე ენგურმა 4 ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილების ნათესავების ინფორმაციით, გალის მკვიდრები სხვადასხვა საჭიროებისთვის, შემოვლითი გზით ცდილობდნენ ზუგდიდში გადმოსვლას, რა დროსაც სავარაუდოდ, მდინარე ადიდდა და ოთხივე დინებამ გაიტაცა.