"9 აპრილის აქცია ემსახურება ლევან გაჩეჩილაძის პოლიტიკაში დაბრუნების მორიგ მცდელობას"
"9 აპრილის აქცია ემსახურება ლევან გაჩეჩილაძის პოლიტიკაში დაბრუნების მორიგ მცდელობას"

A+ A-

16:23 08/04/2021

9 აპრილის აქცია ემსახურება ლევან გაჩეჩილაძის პოლიტიკაში დაბრუნების მორიგ მცდელობას, ადგილობრივ არჩევნებზე აქვს სურვილი იყოს თბილისის მერობის კანდიდატი!, - ამის შესახებ ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში წერს.

"რა ინფორმაციაც მე მაქვს  - "ქართული ოცნება" არანაირ კავშირში არაა 9 აპრილის აქციათან, რასაც პატარა გაჩეჩილაძე - გრეჩიხა - უდგას სათავეში.

ზოგადად რაც გავარკვიე ჭორების დონეზე, აქცია ემსახურება ლევან გაჩეჩილაძის პოლიტიკაში დაბრუნების მორიგ მცდელობას, ადგილობრივ არჩევნებზე აქვს სურვილი იყოს თბილისის მერობის კანდიდატი!

გარდა ამისა აქტიურად განიხილება, ისევ ჭორების დონეზე ვიცი, გახარიას და გაჩეჩილაძეების ალიანსი!!;

9 აპრილის აქციის გამოიყენებენ იმისათვის, რომ დატესტონ აქვთ თუ არა ხალხის მხარდაჭერა!!

ასე რომ -  ვისაც სურს გახარია-გაჩეჩილაძეების ტესტირებაში მონაწილეობა, მიბრძანდით!!!

არსებული პანდემიიდან გამომდინარე კი თავს გავუფრთხილდეთ ის ჯობია!!!", - წერს არველაძე სოციალურ ქსელში.