იტალიაში კორონავირუსით ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
იტალიაში კორონავირუსით ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

A+ A-

15:39 08/04/2021

იტალიაში კორონავირუსით ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა.

55 წლის ხათუნა ბუიშვილი ბოლო დღეების განმავლობაში სან პაულოს საავადმყოფოში მკურნალობდა.

ქართველი ემიგრანტების ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი  კორონავირუსის შედეგად განვითარებული თრომბოემბოლია გახდა.

გარდაცვლილი ყვარლის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია და ის, რამდენიმე წელია, ემიგრაციაში, ქალაქ ბარიში იმყოფებოდა. მისი ოჯახის წევრები, შვილი და დედა საქართველოში ცხოვრობენ.

როდის მოხდება საქართველოში მისი გადმოსვენება, ჯერჯერობით უცნობია.