გიორგი შაქარაშვილის დედა - ხუთივე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს
გიორგი შაქარაშვილის დედა - ხუთივე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს

A+ A-

14:37 09/03/2021

დღეს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება.

განაჩენის გამოცხადებას სასამართლო დარბაზში 19 წლის ფეხბურთელის ოჯახი დაესწრება.

"ხუთივე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. იმედია, სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს" - განაცხადა გიორგი შაქარაშვილის დედამ.

საქმეზე ბრალდებულია 5 პირი, მათ შორის, არასრულწლოვნები. ბრალი არც ერთს არ უღიარებია. მეტიც, დაკავებულების ნაწილი ამტკიცებს, რომ გიორგი შაქარაშვილი არც კი უნახავთ.