"ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ მარტის ბოლოსთვის ვაქცინაციის პროგრამას რეალურად დავიწყებთ"
"ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ მარტის ბოლოსთვის ვაქცინაციის პროგრამას რეალურად დავიწყებთ"

A+ A-

14:16 09/03/2021

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სხვადასხვა კომპანიებთან ვაქცინის მისაღებად ბილატერალური შეთანხმების გაფომებაზე მუშაობენ.

როგორც გაბუნიამ უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, განიხილება ჩინური კომპანიები Sinopharm და Sinovac, ასევე, Moderna.

"ჩვენ მოლოდინი გვაქვს იმის, რომ მარტის ბოლოსთვის ვაქცინაციის პროგრამას რეალურად დავიწყებთ. ყოველ შემთხვევაში, ეს არის ის ინფორმაცია, რასაც გვიდასტურებს კოლაფსი, დღევანდელი მდგომარეობით. ასევე მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა კომპანიებთან ბილატერალური შეთანხმებების გაფორმებისთვის, მათ შორის გახლავთ მოდერნა, ასევე სინოფარმი, სინოვაკი. მოგეხსენებათ, ჩინური ვაქცინები, განსაკუთრებით სინოფარმი განიხილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზაციისთვის და მარტის ბოლომდე მოსალოდნელია, მათ მიიღონ ავტორიზაცია. ასევე არის ინდური ვაქცინები, რომლებსაც ჯერჯერობით ავტორიზაცია არ მიუღიათ, თუმცა მათი რეგისტრაცია და გამოყენება დაიწყო უკვე არაერთმა ქვეყანამ"- განაცხადა გაბუნიამ.