ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით პარლამენტში მინისტრებს უსმენენ
ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით პარლამენტში მინისტრებს უსმენენ

A+ A-

12:52 09/03/2021

ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით პარლამენტში, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას და გარემოს დაცვის მინისტრ ლევან დავითაშვილს უსმენენ.

მინისტრები კვლავ ენერგოდამოუკიდებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ პროექტის განხორციელებას საქართველოს პოსტპანდემიური ეკონომიკის განვითარების საქმეში, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება.

"პირველ რიგში, ჩვენი ამოცანაა ადგილობრივი მოსახლეობის საკთხები და პრობლემები უკეთ გადაწყდეს ნამავანჰესის პროექტის ფარგლებში. ჩვენ ვამზადებთ საკმაოდ საინტერესო წინადადებებს ამ თვალსაზრისით, რომელიც გამოიხატება პროექტის მომზადებაში და შემდეგ უკვე ზედამხედველობაში უფრო ფართო ჩართულობით, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის. ასევე ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ პროექტის მიმართ შეიქმნას ნდობა. ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი ენერგო-ჰიდრორესურსის განვითრება საქართველოსთვის, იმისთვის, რომ ჩვენი მზარდი ეკონომიკა არ იყოს დამოკიდებული იმპორტზე და დამოუკიდებელი და ძლიერი ეროვნული ეკონომიკა გვქონდეს"-განაცხადა ნათია თურნავამ.

დღევანდელ განხილვაზე პარლამენტში, მინისტრების მოხსენებას ნამახვანჰესთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებიან.