ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა
ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა

A+ A-

18:07 08/03/2021

ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, 10-მდე ადამიანი დაშავდა.

ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა მეუფე სტეფანე სასულიერო პირებთან შეხვედრას მართავდა. ადგილზე შეიკრიბა მრევლის ნაწილი, რომლებიც უკმაყოფილონი არიან ახალი მმართველის გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველზეც მეუფემ ორ დიაკვანს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა. ჭყონდიდის ეპარქიაში დახურული შეხვედრა რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. შეხვედრის გასაშუქებლად სხვადასხვა ტელევიზიის გადამღები ჯგუფები იყვნენ მისულნი.

არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ აივანზე ხმაური უძღვოდა. საღვდელმთავრო რეზიდენციის ხის მოაჯირმა დატვირთვას ვერ გაუძლო და ჩატყდა. შედეგად, ადამიანები რამდენიმე მეტრი სიმაღლიდან გადავარდნენ, მათ შორის ჟურნალისტები და ოპერატორები. მათ სხეულის სხვადასხვა არეში აქვთ დაზიანებები (ძირითადად მოტეხილობები) მიყენებული.

დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს. მათ ამ დროისთვის გამოკვლევები უტარდებათ.