ზუგდიდში სუპერმარკეტი დააყაჩაღეს
ზუგდიდში სუპერმარკეტი დააყაჩაღეს

A+ A-

13:02 07/03/2021

ზუგდიდში, კედიას ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტი "ლიბრე" დააყაჩაღეს.

წინასწარი ინფორმაციით, გამთენიისას უცნობი პირი მარკეტში შეიჭრა და გარკვეული რაოდენობის სიგარეტი გაიტაცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.