"ჩემი ოჯახის წევრს გადახდა ბერასთან მსგავსი ისტორია, ტყეში წაიყვანეს, სცემეს, ორმოში ჩააგდეს და მთელი ღამე იქ დატოვეს"
"ჩემი ოჯახის წევრს გადახდა ბერასთან მსგავსი ისტორია, ტყეში წაიყვანეს, სცემეს, ორმოში ჩააგდეს და მთელი ღამე იქ დატოვეს"

A+ A-

10:07 07/03/2021

Facebook-მომხმარებელი სალომე ჭანტურია მისი ოჯახის წევრისა და ბერა ივანიშვილის "ისტორიას" იხსენებს.  

იხსენებს, რომ მისი ნათესავი ბიჭი ტყეში წაიყვანეს, სცემეს, ორმოში ჩააგდეს და მთელი ღამე იქ დატოვეს..

"არასოდეს არსად არ მითქვამს მაგრამ აქ დავწერ ერთ-ერთ ჩემს ძალიან ახლო ოჯახის წევრს გადახდა ბერასთან მსგავსი ისტორია, მაგრამ სამართლებრივად ვერავინ ვერაფერს ვერ გახდა და ძალიან მიხარია ამის მტკიცებულებები რომ არსებობს და გასაჯაროვდა. ის ბიჭი კიდე ტყეში წაიყვანეს, სცემეს, ორმოში ჩააგდეს და მთელი ღამე იქ დატოვეს. და დიახ, მაგ ბიჭზეა საუბარი და ზოგადად მთავრობაზე, რომელიც წინა მთავრობას ჩემი აზრით არაფრით ჩამოუვარდება და ყველაზე მეტად ვნანობ, რომ ცოტა წვლილი მეც მიმიძღვის ამაში", - წერს სალომე ჭანტურია.