“სანამ რიგგარეშე არჩევნები იქნება, ეს საზიზღრობა პრემიერად წოდებული უნდა გადადგეს, ამას ხელი ვინ უნდა ჩამოართვას”
“სანამ რიგგარეშე არჩევნები იქნება, ეს საზიზღრობა პრემიერად წოდებული უნდა გადადგეს, ამას ხელი ვინ უნდა ჩამოართვას”

A+ A-

01:10 07/03/2021

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

“სანამ რიგგარეშე არჩევნები იქნება ეს საზიზღრობა პრემიერად წოდებული უნდა გადადგეს. ამას ხელი ვინ უნდა ჩამოართვას”, - წერს გიგი უგულავა.

აღნიშნული განცხადება გიგი უგულავამ „ტვ პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ გააკეთა.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომელშიც ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.