"რთულია, ფსიქოანალიზი გაუკეთო ბატონ ვოლსკის და მის გამონათქვამებს, სოზარიც ჩემპიონია აბდა-უბდას ლაპარაკში"
"რთულია, ფსიქოანალიზი გაუკეთო ბატონ ვოლსკის და მის გამონათქვამებს, სოზარიც ჩემპიონია აბდა-უბდას ლაპარაკში"

A+ A-

23:58 05/03/2021

ამათგან არაფერი არ გაგვიკვირდება. ისიც არ გამიკვირდება, ღარიბაშვილი ჩავიდეს და ასოცირების სხდომის პარალელურად მოლბერტები ჩაიტანონ და იქ "სისხლიანი 9 წლის" გამოფენა მოაწყონ. იმედია, ჩემ იდეას არ გადაიღებენ და მართლა არ გააკეთებენ ამ სიგიჟეს, - ამის შესახებ გიგი უგულავამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

"სინამდვილეში ისიც რთულია, რომ ფსიქოანალიზი გაუკეთო ბატონ ვოლსკის და მის გამონათქვამებს. სოზარიც ჩემპიონია აბდა-უბდას ლაპარაკში. სამარცხვინოა, როდესაც ყოფილი ომბუდსმენი ყველაზე აგრესიული პატიმრების მიმართ არის. დავანებოთ თავი იმას პოლიტპატიმარია თუ არა. ესეც სიმპტომია, რომ ადამიანი ფარისეველი იყო მაშინაც და ფარისეველი/მატყუარაა ახლაც", - განაცხადა უგულავამ.