ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი "პიზა" მოკლეს
ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი "პიზა" მოკლეს

A+ A-

15:43 04/03/2021

ცნობილი კრიმანლური ავტორიტეტი ახრა გეზერდავა, იგივე "პიზა" გუშინ ოკუპირებულ აფხაზეთში მოკლეს. 45 წლის გეზერდავა კრიმინალურ სამყაროში ყველაზე მაღალ სტატუსთან, ე.წ. კანონიერ ქურდთან გათანაბრებული პირი იყო, რაც იმაში გამოიხატება, რომ თავად შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება, ეტარებინა ეს სტატუსი.

"მთავარის" ინფორმაციით, გეზერდავას მკვლელობა უკავშირდება ორი აფხაზი გოგონას ჩართვას ნარკომოხმარებაში, რაც მოკლულმა კიდევ ერთ ავტორიტეტთან, ე. წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილის შვილთან, ბატალ ფილიასთან, იგივე "ბატაშკასთან" ერთად მოაწყო.

სწორედ ერთ-ერთი გოგონას ოჯახის ნათესავებმა, გვარად არძინბებმა, გადაწყვიტეს, შური ეძიათ ამ პროცესის ინიციატორ კრიმინალებზე. ამ ნათესავებს შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არდგურ არძინბაც შედის, მაგრამ მან უარი განაცხადა ვენდეტაში მონაწილეობაზე იმ მოტივით, რომ ეს ხელს შეუშლიდა მის პოლიტიკურ კარიერას.