13 წლის მოზარდთან სექსუალური კავშირის დამყარების გამო 50 წლის კაცი დააკავეს

შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 13 წლის მოზარდთან სექსუალური კავშირის დამყარების გამო 50 წლამდე კაცი დააპატიმრეს.
გამოძიება 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.
13 წლის მოზარდმა რამდენიმე თვის წინ იმშობიარა, ის ჩვილთან ერთად თავშესაფარში იქამდე დარჩება, სანამ სრულწლოვანი არ გახდება.