იშვიათი სამედიცინო შემთხვევა - თბილისში იდენტურ ტყუპისცალს იდენტური ტყუპი გაუჩნდა
იშვიათი სამედიცინო შემთხვევა - თბილისში იდენტურ ტყუპისცალს იდენტური ტყუპი გაუჩნდა

A+ A-

13:13 04/03/2021

"იმედის დილა“ თბილისში იდენტურ ტყუპ ძმებს გელა და გიორგი გოჩიტაშვილებს ესტუმრა. ამ ოჯახში სამედიცინო თვალსაზრისით პრაქტიკულად შეუძლებელი რამ მოხდა - გელას იდენტური ტყუპი - ანიტა და მარიტა შეეძინა.

მსოფლიო სამედიცინო პრაქტიკაში ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია და თითქმის 0%-ს უტოლდება.

ამ ამბავს საერთაშორისო გამოხმაურებაც მოჰყვა. ერთ-ერთ პუბლიკაციაში სასექსის უნივერსიტეტის პროფესორი ალისონ პაიკი ამბობდა, რომ იდენტური ტყუპი მამრობითი სქესიდან მემკვიდრეობით არ გადადის და თუ კი ასეთი შემთხვევა მაინც მოხდა, ეს მხოლოდ დამთხვევა და გამართლებაა.