"მოხდება საპროტესტო აქციების ფორმის მოდიფიკაცია"
"მოხდება საპროტესტო აქციების ფორმის მოდიფიკაცია"

A+ A-

16:09 03/03/2021

ოპოზიცია საპროტესტო აქციების ფორმატს ცვლის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მოხდება საპროტესტო აქციების ფორმის მოდიფიკაცია, რადგან ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა არ გამოიყენონ საპროტესტო ღონისძიებები მოლაპარაკებების ჩაშლის საბაბად, რომლის ინიცირებაც მოახდინა პირადი მედიატორობით პრეზიდენტმა მიშელმა. ამიტომ, ხვალინდელი აქცია, რომელიც უნდა გამართულიყო კანცელარიასთან პიკეტის ფორმით, შეიცვალა და იქნება ავტომობილებით მსვლელობა, რომელიც დაიწყება რესპუბლიკის მოედანზე 13:00 საათზე და წავა რუსთავისკენ, სადაც არის პოლიტპატიმარი ნიკა მელია. 13 მარტის ფართომასშტაბიანი აქცია, რომელიც ასევე იყო დაგეგმილი, გადავდეთ 20 მარტისთვის, იმიტომ რომ პრეზიდენტმა მიშელმა დააწესა კონკრეტულად ორი კვირა, ანუ მხარეებს პრაქტიკულად მისცა ორკვირიანი ვადა, იმისთვის, რომ ამ შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს შეთანხმება იმ საკითხებზე, რომელიც არის მოხსენებული იმ ჩარჩო დოკუმენტში, რომელიც მისი ავტორობით დაიდო მოლაპარაკებების მაგიდაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა საპროტესტო ღონისძიება, რაც ჩატარდება, იყოს ორგანიზებული ერთობლივად ოპოზიციის მიერ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.