ევროკავშირმა ალექსეი ნავალნის საქმეზე რუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა
ევროკავშირმა ალექსეი ნავალნის საქმეზე რუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა

A+ A-

18:05 02/03/2021

ალექსეი ნავალნის საქმეზე ევროკავშირმა რუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა.

როგორც გამოცემა Bild-ი წერს, პერსონალური სანქციები დაუწესდა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს, გენერალურ პროკურორს, როსგვარდიის ხელმძღვანელსა და სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის უფროსს.

2 თებერვალს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი პატიმრობით შეუცვალა და თავისუფლების 3.5 წლით აღკვეთა მიუსაჯა. აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების ლიდერებმა რუსეთის ხელისუფლება ალექსეი ნავალნის უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.