"პროკურატურა იმით არის დაკავებული, კიდევ რა მოიგონოს, რომ ეს ადამიანი გარეთ გამოუშვას"
"პროკურატურა იმით არის დაკავებული, კიდევ რა მოიგონოს, რომ ეს ადამიანი გარეთ გამოუშვას"

A+ A-

16:11 02/03/2021

მმართველი გუნდის დეპუტატის ირაკლი ზარქუას განცხადებით, პროკურატურა იმითაა დაკავებული, რომ რამე მოიგონოს, რათა ნიკა მელია "გარეთ გამოუშვას".

მისივე თქმით, მმართველი გუნდის ხელწერა კონსტრუქციულობა და დიალოგის რეჟიმია.

"არავის გახარებია აქ, არც ჩემს კოლეგებს და არც მე იმუნიტეტის მოხსნა. პროკურატურა იმით არის დაკავებული, კიდევ რა მოიგონოს, რომ ეს ადამიანი  გარეთ გამოუშვას. გირაოს გირაო შეუფარდა. არ არსებობს ეს პრეცენდენტი. ხომ ვიცით, არა? იურისტები იქაც ჰყავთ. მოვიგონეთ, მოიგონა რაღაც პროკურატურამ, იმისათვის, რომ ოპოზიცია კიდევ ჩიხში არ შევიდეს, გამოვიდეს და ილაპარაკოს. ესაა ჩვენი არჩევანი, ესაა ჩვენი ხელწერა და ესაა ჩვენი მიდგომა - კონსტრუქციულობა და დიალოგის რეჟიმი", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ზარქუამ ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციას რევოლუციური სცენარი არ გამოუვა, რადგან ამისთვის არც ხალხის და არც საერთაშორისო მხარდაჭერა არ გააჩნია.