პარლამენტთან პიკეტირების აქციაზე 7 აქტივისტია დაკავებული
პარლამენტთან პიკეტირების აქციაზე 7 აქტივისტია დაკავებული

A+ A-

10:53 02/03/2021

პარლამენტთან მიმდინარე პიკეტირების აქციაზე 7 პირია დაკავებული.

შსს-ში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, სულ შვიდი პირია დაკავებული.

პარლამენტთან აქციაზე პერიოდულად სიტუაცია იძაბება. აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე გზის გადაკეტვა სცადეს, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს.