გარდაბანში აფეთქების შედეგად 15 წლის მოზარდი დაიღუპა
გარდაბანში აფეთქების შედეგად 15 წლის მოზარდი დაიღუპა

A+ A-

16:26 01/03/2021

გარდაბანში ძლიერი აფეთქების შედეგად 15 წლის მოზარდი დაიღუპა.

თვითმხილველების განცხადებით, 11 და 15 წლის მოზარდები სკოლიდან სახლში მოკლე გზით ბრუნდებოდნენ, რა დროსაც მინდორში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება.

15 წლის მოზარდი საავადმყოფოში მრავლობითი დაზიანებით მიიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 11 წლის ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.