"ფაჩიკოს გარმონივით დაიშლება "ქართული ოცება"
"ფაჩიკოს გარმონივით დაიშლება "ქართული ოცება"

A+ A-

13:15 01/03/2021

ოპოზიციის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებასა და გიორგი გახარიას გადადგომას კრიზისის გამწვევება მოჰყვა და რეგიონებში "ოცნებას" უფრო მეტი ადამიანი ტოვებს.

"ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, ესაა პირველი ნიშანი, მადლობა ბაღდათელებს, მადლობა იმ ბიჭებს ვინც დატოვა, ესაა პირველი ნიშანი, ეს რღვევა დარღვეულია და გაირღვევიან ფაჩიკოს გარმონივით, ფაჩიკოს გარმონივით დაიშლება "ქართული ოცება", - განაცხადა "თავისუფალი საქართველოს" წევრმა გოგი წულაიამ.

ფრაქცია "ქართულ ოცნებას" ბაღდათის საკრებულოს წევრები ტოვებენ. ფაქტს ისინი "მთავარ არხთან" ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ფრაქციასთან ერთად პარტიიდანაც მიდიან.

საკრებულოს შესაბამისი განცხადებით გასული ერთი კვირის განმავლობაში უკვე სამმა დეპუტატმა მიმართა.

"ერთობლივად გადავწყვიტეთ, მაჟორიტარები ვართ სამივე. ბევრი რაღაც ემთხვევა ერთმანეთს, არის ბევრი მიზეზი", - აცხადებს საკრებულოს წევრი გაბრიელ ღიბარაძე.

ოპოზიციის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" წევრები სხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოებსაც დატოვებენ.