"ქართულ ოცნებას" ბაღდათის საკრებულოს წევრებიც ტოვებენ
"ქართულ ოცნებას" ბაღდათის საკრებულოს წევრებიც ტოვებენ

A+ A-

13:02 01/03/2021

ფრაქცია "ქართულ ოცნებას" ბაღდათის საკრებულოს წევრები ტოვებენ. ფაქტს ისინი "მთავარ არხთან" ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ფრაქციასთან ერთად პარტიიდანაც მიდიან.

საკრებულოს შესაბამისი განცხადებით გასული ერთი კვირის განმავლობაში უკვე სამმა დეპუტატმა მიმართა.

"ერთობლივად გადავწყვიტეთ, მაჟორიტარები ვართ სამივე. ბევრი რაღაც ემთხვევა ერთმანეთს, არის ბევრი მიზეზი", - აცხადებს საკრებულოს წევრი გაბრიელ ღიბარაძე.