სამოქალაქო აქტივისტებმა ბიძინა ივანიშვილის სახლამდე მსვლელობა მოაწყვეს
სამოქალაქო აქტივისტებმა ბიძინა ივანიშვილის სახლამდე მსვლელობა მოაწყვეს

A+ A-

12:58 01/03/2021

სამოქალაქო აქტივისტებმა რუსთაველის გამზირიდან ბიძინა ივანიშვილის სახლამდე მსვლელობა მოაწყვეს, მათი მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა.

აქტივისტების თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს მათი აქტიურობით უნდათ დაანახონ პარტნიორებს, რომ საზოგადოებას სურს ხელახალი არჩევნების ჩატარება, თუმცა მმართველი ძალა ხალხის ხმას არ ისმენს.

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მისულ აქტივისტებს პოლიციის კორდონი დახვდათ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების თქმით, პროტესტი ნებისმიერ შემთხვევაში გაგრძელდება.

სამოქალაქო აქტივისტები უკვე რამდენიმე თვეა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას პარლამენტის მიმდებარედ კარვებში აპროტესტებენ. მათი მოთხოვნებია, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები ცესკო-ს ახალი შემადგენლობით, გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და შეწყდეს პოლიტიკური დევნა.