"ერთი კვირაა, ამირან გამყრელიძის პენსიაზე გაშვების საკითხი განიხილება"
"ერთი კვირაა, ამირან გამყრელიძის პენსიაზე გაშვების საკითხი განიხილება"

A+ A-

12:44 01/03/2021

"სტრატეგია აღმაშენებელის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ ამირან გამყრელიძის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის პოსტიდან გადაყენება განიხილება.

"განიხილება ამირან გამყრელიძის პენსიაზე გაშვების საკითხი. ბევრი მისი მიდგომა არის მოძველებული და დაუსაბუთებელი, იგივე შეზღუდვებთან დაკავშირებით, სააკორდინაციო საბჭოში მისი საქმიანობა, ასევე, არაერთი საეჭვო შესყიდვები, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ განხორციელებული. გადაწყვეტილია თუ არა, არ ვიცი, კულუარული ინფორმაცია 1 კვირა გვაქვს, რომ ეს განიხილება", - განაცხადა ჩიხლაძემ "ფორმულასთან".

დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.