"ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს მალე ჰქონდეს ვაქცინის დოზებზე წვდომა"
"ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს მალე ჰქონდეს ვაქცინის დოზებზე წვდომა"

A+ A-

11:19 01/03/2021

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს მალე ჰქონდეს ვაქცინის დოზებზე წვდომა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"კოვიდ 19“-ის პირობებში ევროპამ აჩვენა და ისევ გააგრძელებს, დაანახოს საქართველოს მისი ძლიერი სოლიდარობა. ჩვენ გავაკეთეთ დაახლოებით 400 მილიონი ევროს მობილიზება, რათა მოხდეს ამ კრიზისის დაძლევა. ახლა ვაქცინაცია არის მთავარი გამოწვევა. ევროკავშირი არის მთავარი დონორი „კოვაქს“ პროგრამის, რისი წყალობითაც იმედი მაქვს, ამ ქვეყანაშიც იქნება ვაქცინების დისტრიბუცია. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს მალე ჰქონდეს დოზებზე წვდომა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად.

ევროკავშირის დახმარება უფრო დიდია და უფრო ფართო, ვიდრე „კოვიდი“. მთლიანობაში, დაახლოებით 800 მილიონის ევროს მობილიზება მოხდა სოფლის მეურნეობის სფეროებისთვის. ევროპის საინვესტიციო ბანკის მხრიდან ეს არის დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი. მისი ხელმძღვანელიც თან მახლავს ვიზიტისას, რათა უკეთ განვიხილოთ, როგორ შეიძლება, დახმარება განახორციელოს. ამ სფეროში 2007 წლიდან დაახლოებით 1,8 მილიარდი იყო ჩადებული“, – განაცხადა შარლ მიშელმა.