ინდოეთში მამლების ბრძოლის დროს ფრინველმა საკუთარი პატრონი მოკლა
ინდოეთში მამლების ბრძოლის დროს ფრინველმა საკუთარი პატრონი მოკლა

A+ A-

16:47 28/02/2021

ინდოეთში მამლების არალეგალურ ბრძოლაში მონაწილე ფრინველმა საკუთარი პატრონი მოკლა.

BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევა ქვეყნის სამხრეთით, ტელანგანას შტატის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

ბრძოლაში მონაწილე მამლებს ფეხებზე სპეციალურ დანებს უმაგრებენ. ერთ-ერთმა ფრინველი რინგიდან გაიქცა, მისმა პატრონმა კი მისი დაჭერა სცადა და სწორედ ამ დროს 7-სანტიმეტრიანი დანა საზარდულში მოხვდა. კაცმა ბევრი სისხლი დაკარგა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პოლიცია ბრძოლაში მონაწილე 15 ადამიანს ეძებს. მამალი კი ჯერ პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ კი ერთ-ერთ ფერმაზე გადაიყვანეს. მას სასამართლოზე მტკიცებულების სახით წარადგენენ.

მამლების ბრძოლა ინდოეთში 1960 წლიდან არალეგალურია. გასულ წელს, მსგავსი შემთხვევა ფილიპინებზე მოხდა. მაშინ მამალმა რეიდში მონაწილე პოლიციელი მოკლა.