პარლამენტთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეებს ტერიტორიაზე ე.წ ლინონიუმის შეტანა სურდათ, რისი საშუალებაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს.
მცირე დაპირისპირების შემდეგ აქციის მონაწილეებმა ლინონიუმის ტერიტორიაზე შეტანა მოახერხეს.
როგორც აქციის მობაწილეებმა განაცხადეს, ე.წ ლინონიუმი მათ კარავში გასაშლელად ესაჭიროებოდათ.
საქართველოს პარლამენტის წინ ამ დროისთვის 14 კარავია გაშლილი.