გლდანში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა
გლდანში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა

A+ A-

22:18 27/02/2021

თბილისში, გლდანის მეოთხე მიკრორაიონში სროლა იყო.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ახალგაზრდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება) და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლებით მიმდინარეობს.