"თაკო ჩარკვიანი ხანდახან სიმართლეს ამბობს"
"თაკო ჩარკვიანი ხანდახან სიმართლეს ამბობს"

A+ A-

21:44 27/02/2021

როდესაც ოპოზიციის გამოსვლებია, ან თუნდაც „ნაცმოძრაობის“ ოფისში შეხვედრები, ყოველი მეორე მათი თქმითაც კი რუსეთთან დაკავშირებული პირია. კრემლში მოსიარულე ხალხი ატარებს ამ ქვეყანაში ანტისაოკუპაციო აგიტაციას, - ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „შაბათის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის განცხადებით, თაკო ჩარკვიანი ხანდახან სიმართლეს ამბობს, თუმცა ზოგჯერ ისევ ოპოზიციის ნარატივშია. "თუმცა უკვე პარადოქსია კრემლში მოსიარულე ხალხი ატარებს ამ ქვეყანაში ანტისაოკუპაციო აგიტაციას“, - აღნიშნა მდინარაძემ.

თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში გიგა ბოკერიას და ნინო ბურჯანაძის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრალი ის არის, რომ ერთ მხარეს ბურჯანაძე ეჯდა და მეორე მხარეს - ბოკერია.

„ნუ აყენებთ ხალხს შეურაცხყოფას, ეს მებრძოლი ხალხი „ბოკერია- ბურჯანაძის“ პოლიტიკური გვამების გასაცოცხლებლად არ მოდის, არა! ახალგაზრდა, ჭკვიან ხალხს დაუთმეთ გზა!“- წერს ჩარკვიანი.