"სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო"
"სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო"

A+ A-

21:01 27/02/2021

ციხეში მყოფი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს გრიგოლ ვაშაძეს მიმართავს.

"მთავარი არხის" გენერალურ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან ციხეში ჩაწერილ ინტერვიუში მელიამ გვარამიას კითხვას, რაზე წყდება გული შემდეგნაირად უპასუხა:

"გული ძალიან მწყდება იმაზე, რომ ნათია მეზვრიშვილმა, 20 ივნისის დამრბევი გახარიას მაშინდელმა მოადგილემ და გამპრავებელმა, აი, ამ ნათია მეზვრიშვილმა დამიცვა საჯაროდ. ეს ერთი მაგალითია, ბევრმა სხვა ყოფილმა "ქოცმა" დამიცვა საჯაროდ, რომ არაფერი ვთქვათ სხვებზე და საერთაშორისო თანამეგობრობაზეც.

ეს მაგალითი იმიტომ მომყავს, რომ გითხრა, რომ, აი, ამ ყველაფრის ფონზე, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა მთელი ამ წლების განმავლობაში. რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში - გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ. ჩემს დაცვას ვინ დაეძებს, პარტია, რომელსაც წლები ხელმძღვანელობდა, პარტია, რომელმაც პრეზიდენტად წარადგინა და რომ არა მოპარული არჩევნები, აარჩევინა კიდეც საქართველოს პრეზიდენტად, აი, ამ პარტიის ცენტრალური ოფისის აღებაზე ამ კაცს ხმა არ ამოუღია. მისი პირადი კაბინეტის აღებას უყურა პირდაპირ ეთერში და ამაზე არ დაუძრავს ხმა.

მთელი საქართველო და მთელი მსოფლიო ამაზე ლაპარაკობს. ყველა, ნაცმოძრაობის ყოფილი ლიდერის გრიგოლ ვაშაძის გარდა. ამაზე მწყდება გული, მეტი არავისზე და არაფერზე", - აცხადებს მელია.