იუნკერებმა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
იუნკერებმა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

A+ A-

12:05 25/02/2021

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები კოჯორში იმ ადგილას იმყოფებოდნენ, სადაც 1921 წლის თებერვალში საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა.

ახალგაზრდებმა კოჯორში შემორჩენილი სანგრები დაათვალიერეს და სპეციალურ საინფორმაციო მაკეტთან 1921 წლის საბრძოლო მოქმედებების შესახებ ეროვნული თავდაცვის აკადემიის ისტორიკოსის ლექცია მოისმინეს.

იუნკერებმა 100 წლის წინ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ღონისძიება ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.