"აშშ-ის საქართველოში რეალური ბერკეტი გააჩნია, ახლა არის დრო მისი გამოყენების, სანამ ძალიან გვიანი იქნება"
"აშშ-ის საქართველოში რეალური ბერკეტი გააჩნია, ახლა არის დრო მისი გამოყენების, სანამ ძალიან გვიანი იქნება"

A+ A-

14:17 23/02/2021

აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, დიპლომატი მაიკლ მაკფოლი Twitter-ზე ამერიკის საელჩოს განცხადებას ეხმაურება, რომელშიც საელჩომ მელიას დაკავებას ღრმად შემაშფოთებელი და ევროატლანტიკურ გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯი უწოდა.

"ღრმად შეშფოთება" დასაწყისისთვის კარგია, თუმცა მხოლოდ დასაწყისისთვის. რუსეთისგან, ჩინეთისგან და ბელარუსისგან განსხვავებით, აშშ-ის საქართველოში რეალური ბერკეტი გააჩნია. ახლა არის დრო მისი გამოყენების, სანამ ძალიან გვიანი იქნება.

ნავალნის დაკავება პირველი ტესტი იყო. მიანმარი — მეორე. საქართველო მესამეა. მოკლედ რომ ვთქვათ, ბაიდენმა პირობა დადო, რომ მეტს გააკეთებს დემოკრატიის გასაძლიერებლად და ადამიანის უფლებებისთვის. ახლა დროა, ეს სიტყვები საქმით დამტკიცდეს.

ბაიდენი იცნობს საქართველოს. მე მასთან ერთად ვარ იქ ნამყოფი 2009 წელს. მას შეუძლია იქაურობაზე გავლენა მოახდინოს", - წერს მაკფოლი.