"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან 21 ადამიანი დააკავეს
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან 21 ადამიანი დააკავეს

A+ A-

10:27 23/02/2021

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან  ჯამში 21 ადამიანი დააკავეს.

მათ შორის, არიან სამოქალაქო აქტივისტები, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბოტკოველი, და  აქტივისტი ირაკლი კვარაცხელია, დაკავებულია ზუკა ბერძენიშვილიც.

სპეცრაზმმა ნიკა მელია 09:00 საათზე დააკავა. პოლიციელები იმ ოთახში, სადაც მელია იმყოფებოდა, ძალადობრივად შეიჭრნენ, გამოიყენეს "წიწაკის სპრეი" და ენმ-ის თავმჯდომარე ძალის გამოყენებით გაიყვანეს.  გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები.