ყვარელში თავდამსხმელმა მაღაზიაში 73 წლის ქალი დაჭრა და 1500 ლარი გაიტაცა
ყვარელში თავდამსხმელმა მაღაზიაში 73 წლის ქალი დაჭრა და 1500 ლარი გაიტაცა

A+ A-

18:45 21/02/2021

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ცივი იარაღით შეიარაღებული 20 წლამდე ახალგაზრდა სასურსათო მაღაზიაში შეიჭრა და 73 წლის ქალს რამდენიმე დაზიანება მიაყენა.

ქალი მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავდამსხმელმა ნოვრუზ აკოფაშვილის კომერციული ფართიდან 1500 ლარი და ძვირფასეულობა წაიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. უწყების ცნობით, სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.