"განხორციელდა იუბილარი მამისგან ზარი და უთხრა, რომ იქნება ისე, როგორც მაწყობს, ამ ეტაპზე აწყობს ღარიბაშვილი"
"განხორციელდა იუბილარი მამისგან ზარი და უთხრა, რომ იქნება ისე, როგორც მაწყობს, ამ ეტაპზე აწყობს ღარიბაშვილი"

A+ A-

19:55 18/02/2021

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის ანი მიროტაძის შეფასებით, დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ივანიშვილი რეალურად არსად წასულა და გახარიას შემცვლელი სწორედ მისი ბრძანებით დაასახელეს.

"განხორციელდა იუბილარი მამისგან ზარი, ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილს და უთხრა, რომ ისე არ იქნება თქვენ როგორც ფიქრობთ, იქნება ისე, როგორც მე ვფიქრობ და როგორც მაწყობს და მას ამ ეტაპზე, აწყობს ღარიბაშვილი. როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებაში" პოლიტიკური მეორედ მოსვლა მოდაშია", - განაცხადა ანი მიროტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დღეს დატოვა, რამდენიმე საათში "ქართულმა ოცნებამ" პრემიერობის კანდიდატად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.