"მელიას დაპატიმრება გახდება რადიკალური პროტესტის საფუძველი, რომელიც სერიოზულ უმართავ პროცესებში გადაიზრდება"
"მელიას დაპატიმრება გახდება რადიკალური პროტესტის საფუძველი, რომელიც სერიოზულ უმართავ პროცესებში გადაიზრდება"

A+ A-

19:53 16/02/2021

"ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე ფიქრობს, რომ ნიკა მელიას დაპატიმრება არც პოლიტიკურად და არც იურიდიულად გამართლებული არ იქნება.

"ნიკა მელია არ უნდა დააპატიმრონ !!! მიუხედავად იმისა, რომ იდეოლოგიურად რადიკალური სხვაობაა ჩვენს შორის, ვფიქრობ, რომ არც პოლიტიკურად და არც იურიდიულად არ იქნება გამართლებული მელიას დაპატიმრება!!! თუმცა იმ ქვეყანაში, რომელსაც კობახიძე და ოხანაშვილ-მდინარაძის სამარცხვინო კლანი მართავს საღი აზრი ვერასოდეს გაიმარჯვებს!!!

მელიას დაპატიმრება გახდება რადიკალური პროტესტის საფუძველი, რომელიც სერიოზულ უმართავ პროცესებში გადაიზრდება!!!", - წერს ბრეგაძე სოციალურ ქსელში.