"ადამიანს, რომელიც გგულშემატკივრობს, პარლამენტიდან ჩემი ხელით გამოგათრევო რო ეუბნები, ნუთუ ეს ნორმალურია?"
"ადამიანს, რომელიც გგულშემატკივრობს, პარლამენტიდან ჩემი ხელით გამოგათრევო რო ეუბნები, ნუთუ ეს ნორმალურია?"

A+ A-

15:11 16/02/2021

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ნიკა მელიას მიერ ალეკო ელისაშვილზე გაკეთებულ განცხადებას უწუნებს.

"ადამიანს, რომელიც გგულშემატკივრობს და გთავაზობს, რომ შენს გირაოს ის გადაიხდის, შეიძლება თავაზიანად უთხრა უარი და მადლობა გადაუხადო, მაგრამ პარლამენტიდან ჩემი ხელით გამოგათრევო რო ეუბნები, ნუთუ ეს ნორმალურია?" - წერს ხვიჩია.

ელისაშვილმა დღეს თქვა, რომ "მზადაა, ნიკა მელიას გირაოსთვის თავისი ხელფასი გადარიცხოს". ამის საპასუხოდ მელიამ განაცხადა: "ჩემი ფეხით არ მომიყვანო ალეკო ეხლა მაგ პარლამენტში იცოდე. ჩემი ხელით გამოგიყვან იმ პარლამენტიდან, აი აგიღებ და გამოგიტან გარეთ, მართლა არ მომიყვანო... რა შენი ხელფასიდან გადამიხდი".