გადაურიცხა თუ არა ივერი მელაშვილს კახა ოქრიაშვილმა გირაოს თანხა და იქნება თუ არა რევოლუცია გაზაფხულზე?
გადაურიცხა თუ არა ივერი მელაშვილს კახა ოქრიაშვილმა გირაოს თანხა და  იქნება თუ არა რევოლუცია გაზაფხულზე?

A+ A-

19:17 29/01/2021

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ,  ქვეყანაში დიდი აქციებს აანონსებს პოლიტიკური გაერთიანების -„ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ ერთი-ერთი ლიდერი კახა ოქრიაშვილი და ,,2020NEWS”-ექსკლუზიურად იმასაც უმხელს, რომ კარტოგრაფი ივერი მელაშვილისთვის გირაოს ჩარიცხვა უნდოდა, მაგრამ არ ჩარიცხა.

ოქრიაშვილის თქმითვე, ხელისუფლებამ ჭორები მოიგონა იმის თაობაზე, რომ ოპოზიცია რევოლუციასა და არეულობას გეგმავს ქვეყანაში, სინამდვილეში კი, ამ რევოლუციას თავად ხელისუფლება ამწიფებს, საზოგადოება კი, მის მმართველობას გაზაფხულზე, მშვიდობიანად, ხალხმრავალ აქციებზე გააპროტესტებს.

,,პირადად მე რევოლუციის წინააღდმეგი ვარ, მაგრამ როგორც კი კორონავირუსის პანდემია ჩაივლის, ჩემს მომხრეებს მოვუწოდებ გამოსვლისკენ და გარეთ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს გავმართავთ.

იქნება დიდი აქციები, ამას ხელისუფლება მალე ნახავს...სამოქალაქო პროტესტი აუცილებლად შეცვლის ყველაფერს. რევოლუციას ოპოზიცია არ აპირებს, ეს ჭორები ,,ქართული ოცნების” მიერ არის გავრცელებული.

ხელისუფლებამ  საზოგადოებას იმედი და ოცნება მოუკლა, ისინი დამნაშავეები არიან. რევოლუციას ამწიფებს ხელისუფლება და არა - ოპოზიცია“, - აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი.

მისივე თქმით, ,კარტოგრაფების დაკავება და დავით გარეჯის საქმე არის  2020-ის არჩევნების გაყალბების  სქემის ნაწილი.

,,კარტოგრაფების დაკავების საქმე არის არჩევნები 2020-ის გაყალბების სქემის ნაწილი. არჩევნებამდე გამოიყენეს ეს ადამიანები, დააკავეს, რაღაცეები დააბრალეს და როგორც კი არჩევნებმა ჩაიარა, მაშინვე გაათავისუფლეს. თქვენი აზრით რატომ?! - იმიტომ, რომ ბრალეულობა ვერ დაუმტკიცეს და სხვა გზა არ ჰქონდათ, გარდა გამოშვებსა.

გუშინ კი, უპრეცედენტო რამ მოხდა. საზოგადოებამ 2 საათში შეაგროვა ილიჩოვსა და მელაშვილის გირაოს თანხა“, - განაცხადა ოქრიაშვილმა სააგენტოსთან საუბრისას.

„2020NEWS“-ის კითხვაზე, თავად მან გადარიცხა თუ არა თანახა გირაოსთვის, ოქრიაშვილი პასუხობს, რომ თავი შეიკავა.

„მესმის თქვენი კითხვა, ზუსტად ასე დაწერეთ, დიახ,  მეც მინდოდა მონაწილეობის მიღება ამაში, თუმცა, დაიწყებდნენ პროვოკაციულ საუბრებს და ათას კუდს მოაბამდნენ.

100 ლარი რომ შემეტანა, იტყოდნენ, მეტი რატომ არ გაიმეტაო?! 20 ათასი  რომ გადამერიცხა, ამაზე იტყოდნენ, რა ამბავია, სხვა რამეში დაეხარჯაო. ამიტომაც შევიკავე თავი”, - განაცხადა ოქრიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მიმდინარე წლის 29 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20 000-20 000 ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

განსასჯელი ივერი მელაშვილის მეუღლემ განაცხადა, რომ საცხოვრებელ ბინას ჩადებდნენ ბანკში და გირაოს თანხას გადაიხდიდნენ. თუმცა, სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივით, ილიჩოვასაც და მელაშვილსაც საზოგადოებამ გირაოს თანხა რამდენიმე საათში, სრულად აუგროვა.

ხატია მამულია