ოპოზიციონერებს საზოგადოება "ნაცმოძრაობის" სატელიტად აღიქვამს და ამას ვერც ხვდებიან - ამომრჩევლის გაუცხოების ექსკლუზიური ფსიქოანალიზი პოლიტიკოსებისთვის
ოპოზიციონერებს საზოგადოება "ნაცმოძრაობის" სატელიტად აღიქვამს და ამას ვერც ხვდებიან - ამომრჩევლის გაუცხოების ექსკლუზიური ფსიქოანალიზი პოლიტიკოსებისთვის

A+ A-

13:33 28/01/2021

ბოიკოტის რეჟიმში ყოფნამ და ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის როლმა დაღუპა გაერთიანებული ოპოზიცია. მათ საზოგადოება აღარ ენდობა. ამის შესახებ ,,2020NEWS”-განუცხადა პოლიტოლოგმა  და ფსიქოლოგმა რამაზ საყვარელიძემ, რომელიც თვლის, რომ ამ ყველაფერს ოპოზიცია ვერც ხვდება.  მეტიც, პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ ოპოზიციაში „დამოუკიდებელი აზროვნების“ ლიდერი არ არსებობს.

ფსიქოლოგის თქმითვე, გაერთიანებული ოპოზიცია ,,ნაციონალური მოძრაობის” სატელიტად არის აღქმული და მას  ქართული საზოგადოება აღარ ენდობა.

,,უნდობლობა საზოგადოებას მთელი ოპოზიციური სპექტრის მიმართ აქვს. ყველას კარგად გვახსოვს, გაერთიანებული ოპოზიცია რომ ამტკიცებდა, ჩვენ ,,ნაციონალური მოძრაობა” არ ვართო, მაგრამ ყველა კარგად ხედავს, რომ ისინი ,,ნაცმოძრაობის” სატელიტები არიან. საზოგადოების უნდობლობას აგრეთვე საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის როლი იწვევს გაერთიანებულ ოპოზიციაში. თუმცა, ამის გარდა, აგრეთვე მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ თავად ოპოზიციამ ვერ ააგო ის ბრძოლა და ვერ დააყენა ის შედეგი, სადაც მათი პერსპექტივა გამოჩნდებოდა. ბოიკოტის რეჟიმმა დაღუპა ოპოზიცია და ამას ვერც კი ხვდებიან”, - აცხადებს საყვარელიძე „2020NEWS“-თან ოპოზიციაში არსებული სიტუაცის ექსკლუზიური ფსიქონალიზის გაკეთების დროს.

მეტიც, ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც დამოუკიდებლად აზროვნებს, ამიტომაც საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება იმ ლიდერების დამსახურებაცაა, რომლებიც „ვერ აზროვნებენ“.

,,ამომრჩეველმა აღარ იცის, ვის უნდა დაუჭიროს მხარი. ოპოზიციას როგორ უნდა მისცენ ხმა, როდესაც ისინი ქუჩაში არიან გადასული?! მათ ყველანაირი არჩევნის გზა მოუჭრეს საზოგადოებას.

ოპოზიციამ, ბოიოტის სტრატეგიით, ძალიან ბევრი რამ წააგო. ამას ადგილობრივ არჩევნებშიც ვნახავთ. სამწუხარო ფაქტის წინაშე ვდგავართ, ოპოზიციაში დამოუკიდებელი აზროვნების ადამიანი არ არსებობს. ერთი ლიდერიც კი არ არის ისეთი, რომელიც აზროვნებს.

ამიტომაც არის ასეთი დამოკიდებულება საზოგადოებაში. ლიდერის როლი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია პარტიისთვის, თუმცა ლიდერთან ერთად, მათი სტრატეგიაც მოქმედებს ყველაფერზე”, - განაცხადა საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, საერთაშორისო ორგანიზაციის - NDI-ის ახლახანს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 76% მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ყველა არჩეულმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის საქმიანობაში. ამასთანავე, ამავე კვლევების თანახმად, ამომრჩევლის ნდობის მაჩვენებლი ოპოზიციის მიმართ, ბოიკოტის შემდეგ რადიკალურად შემცირებულია.

ხატია მამულია