მიუხედავად ბიზნეს სექტორის მოთხოვნებისა, გარკვეული შეზღუდვები არ შემსუბუქდება - მაია ცქიტიშვილი
მიუხედავად ბიზნეს სექტორის მოთხოვნებისა, გარკვეული შეზღუდვები არ შემსუბუქდება - მაია ცქიტიშვილი

A+ A-

15:37 27/01/2021

მიუხედავად ბიზნეს სექტორის მოთხოვნებისა, გარკვეული შეზღუდვები არ შემსუბუქდება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, სავაჭრო ქსელების და მაღაზიების მფლობელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, სავაჭრო ქსელებისა და მაღაზიების მენეჯმენტთან მთავარი განხილვის თემა იყო ის, თუ როგორ უნდა იმუშაონ ობიექტებმა პირველი თებერვლიდან ისე, რომ არ მოხდეს ინფექციის გავრცელება.

„სავაჭრო ცენტრებისა და მოლების გახსნის მიუხედავად, რჩება გარკვეული შეზღუდვები რაც არ მოიხსნება მიუხედავად იმისა, რომ ბიზნეს სექტორის მხრიდან დიდი უკმაყოფილება გამოითქვა. ჩვენ ყველა შეზღუდვას ვინარჩუნებთ ქვეყნის ეპიდემიოლოგების მითითების საფუძველზე. ამასთანავე ჩვენ შევთავაზეთ ბიზნეს სექტორს, რომ ყველა მათ თანამშრომელს გავუკეთებთ უფასო კოვიდ ტესტებს რადგან დაცული იყოს მათი მომხმარებელი“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.