სკოლებში კორონავირუსის გადაცემა მწირი რაოდენობით ხდება და სასწავლო პროცესის აღდგენა შესაძლებელია - The Washington Post
სკოლებში კორონავირუსის გადაცემა მწირი რაოდენობით ხდება და სასწავლო პროცესის აღდგენა შესაძლებელია - The Washington Post

A+ A-

13:48 27/01/2021

ამერიკული საგანმანათლებლო კვლევითი ორგანიზაციის - ,,სიდისის ახალი  კვლევის თანახმად,  გასულ სასწავლო სემესტრში,  სკოლებში კორონავირუსის  გავრცელება მწირი რაოდენობით მოხდა და სასწავლო პროცესის აღდგენა ეპიდემიის კიდევ უფრო გავრცელებას არ გამოიწვევს. კვლევის დროს შესწავლილი იქნა ვისკონსინის შტატის 17 დასახლების სკოლები და მხოლოდ 7 მათგანში მოხდა ვირუსის გავრცელება.შესაბამისად, მკვლევარები აცხადებენ, რომ რეგულაციების ზუსტი დაცვით, სკოლებში სასწავლო პროცესის განახლება შესაძლებელია. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ვაშინგტონ პოსტიავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ,,სიდისის” ჯგუფმა მიმოიხილა აშშ–სა თუ საზღვარგარეთ ჩატარებული კვლევების მონაცემები და დაადგინა, რომ სკოლებში კორონავირუსის გავრცელების გამოცდილება განსხვავდება მოხუცთა თავშესაფრებისა და მაღალი სიმკვრივის სამუშაო ადგილებში არსებული მდგომარეობისგან, სადაც ადგილი ჰქონდა სწრაფ გავრცელებას.

”სკოლის საშემოდგომო სემესტრის შესაძლო მტკიცებულებების უპირატესობა დამაიმედებელი იყო”, - წერენ ,,სიდიესის” მკვლევარები ამერიკული სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში.

,,სიდისისახალმა კვლევამ, შეისწავლა ვისკონსინის  შტატის 17 დასახლების K-12 საფეხურის სკოლები და აღმოჩნდა, რომ კორონავირუსის გავრცელება შვიდში მოხდა და იქ 191 შემთხვევა დაფიქსირდა.

მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ ამ სკოლების მოსწავლეებსა და თანამშრომლებს, თითქმის ყოველთვის,  ეკეთათ ნიღბები.

დასკვნა აქ არის ის, რომ  სათანადო პრევენციული ძალისხმევით. . . ჩვენ შეგვიძლია, შევინარჩუნოთ კორონავირუსის მცირე გადაცემა სკოლებში და საგანმანათლებლო დაწესებულებებში. წლის დასაწყისში ეს არ ვიცოდით, მაგრამ ახლა მონაცემები ნამდვილად დაგროვდა”, - განაცხადა მოხსენების ავტორმა, მარგარეტ ჰონეინმა.

,,სიდისისკვლევის თანახმად, დასახლებებმა უნდა იმუშაონ გადაცემის საერთო დონის შესამცირებლად, რათა თავიდან აიცილონ ვირუსის სკოლაში გავრცელება. ეს კი, ნიშნავს პოლიტიკას, როგორიცაა შეზღუდვები რესტორნებსა და შიდა სასადილოებზე.

მარგარეტ ჰონეინის განცხადებით, იმ ადგილებშიც კი, სადაც ინფექციის მაღალი მაჩვენებელია, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ სკოლებში ვირუსის გადასცეა უფრო მაღალი ტემპით ხდება, ვიდრე ზოგადად საზოგადოებაში.

მისი თქმით, სკოლებს შეუძლიათ თამამად და უსაფრთხოდ იმოქმედონ, ვიდრე სიფრთხილის ზომები იქნება გამოყენებული. კერძოდ  კი, CDC სკოლებს  ნიღბების ტარების, მოსწავლეებს შორის ექვსი მეტრის დაშორებისა და სტუდენტურ ჯგუფებში ადამიანების რაოდენობის შეზღუდვის რეკომენდაციას აძლევს. კვლევითიო ორგანიზაცია ასევე გასცემს რეკომენდაციას, სკოლებში ჩატარდეს ყოველდღიური თერმოსკრინინგი,   უსიმპტომოდ ინფიცირებული მოსწავლეების გამო კი, ჰაერის ვენტილაცია გაიზარდოს.

სკოლების ხელახლა გახსნის მიზნით, აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კი კონგრესს უკვე მიმართა 130 მილიარდი დოლარის გამოყოფის მიზნით. ახალი პრეზიდენტი კონგრესს მისი ადმინისტრაციისგან კორონაპანდემიის მართვის პროცესის უკეთეს ხელმძღვანელობას ჰპირდება.

პრეზიდენტი ბაიდენი ამბობს, რომ მისი მიზანია, სკოლების უმრავლესობის გახსნა, თანამდებობის დაკავებიდან 100 დღის განმავლობაში.

CDC– ის მიერ მოყვანილი MCH Strategic Data– ს მიერ, 13 597 სკოლის შესწავლამ აჩვენა, რომ შემოდგომაზე სკოლის 17 პროცენტი სრულად იყო გახსნილი სწავლებისთვის,  51 პროცენტი იყენებდა ჰიბრიდულ მოდელს, 24 პროცენტი მთლიანად ინტერნეტით ახდენდა მოსწავლეებთან კომუნიკაციას.

„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, გაზაფხულზე, როდესაც ვირუსმა იფეთქა და მასზე ცოტა რამ იყო ცნობილი, პანდემიამ ამერიკაში პრაქტიკულად ყველა საკლასო ოთახი დახურა.

ზაფხულსა და შემოდგომაზე სკოლების ადმინისტრაციები ცდილობდნენ,  ვირუსის შიში და აკადემიური თუ ემოციური ზარალი დაებალანსებინათ, რასაც ონლაინ სწავლის საშუალებით აკეთებდნენ.

ზოგიერთი მშობელი აქტიურად მოითხოვდა მოსწავლეების საკლასო ოთახებში დაბრუნებას,  ზოგს კი ეს პროცესი აშინებდა.გამოცემის ცნობით, განსაკუთრებული შიში იყო ფერადკანიან მშობლებში, რომელთა თემებიც პანდემიამ ძალიან დააზარალა.

ახალი სასწავლო წლის წარმართვის პროცესში კი, გაჩნდა მტკიცებულება, რომ სკოლებში ვირუსის გადაცემა დაბალი იყო, რაც გარკვეულ კომფორტს ანიჭებდა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც სასწავლო პროცესის სკოლებში განახლება სურდათ.

შეგახსენებთ, კორონავირუსი პირველად 2019 წელს, ჩინეთში, ქალაქ უხანში გამოვლინდა და მსოფლიოს 213 ქვეყანაშია გავრცელებული.

ხატია მამულია