მელია-ხვიჩიას დაპირისპირება ბიზნესპრობლემაა - შედის თუ არა "გირჩი" პარლამენტში?
მელია-ხვიჩიას დაპირისპირება ბიზნესპრობლემაა - შედის თუ არა "გირჩი" პარლამენტში?

A+ A-

18:31 26/01/2021

"ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს,  ნიკა მელიასა და ,,გირჩის” ერთ-ერთ ლიდერს, იაგო ხვიჩიას შორის პიროვნულ დაპირისპირებას არ აქვს ადგილი და ეს კონფლიქტი, მხოლოდ და მხოლოდ, ,,ბიზნესთანაა” კავშირში. ამის შესახებ ,,2020NEWS”-თან ,,გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს.

შედის თუ არა „გირჩი“ პარლამენტში, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მანდატებზე საბოლოოდ თქვა უარი და „გირჩის“ ლიდერებს გაცხადებული აქვთ, რომ პარლამენტში იმ შემთხვევაში შევლენ, თუ მთავარი ოპოზიციური პარტია აღმოჩნდება იქ და საარჩევნო კანონმდებლობაში საჭირო  ცვლილებებისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩამოყალიბდება?

დღეს გაირკვა, რომ „ნაცმოძრაობის“ ყველა დეპუტატმა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომისიას საბოლოო უარი დეპუტატობაზე უკვე დაუდასტურა. ეს უარი ჯერ ძველ „გირჩელებს“ არ დაუფიქსირებიათ და არც მანდატებზე უარის თქმას ჩქარობენ.

-ბატონო ვახტანგ, „გირჩი“ ღიად აფიქსირებს, რომ პარლამენტში შესვლას ,,ნაციონალური მოძრაობის” გარეშე არ აპირებს. ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს, საბოლოოდ უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე და შესაბამისად, საპარლამენტო მანდატზეც უარი თქვა. თუკი თქვენც მათ აზრზე ხართ, რატომ არ თქვით საკუთარ მანდატებზე უარი?

- ხო, მაგრამ, ჩვენ ვთქვით, რომ თუკი ეს პარლამენტი არ შედგა, ამის შემდეგ ვიტყვით მანდატებზე უარს-თქო...

რეალურად რა ხდება ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს, ნიკა მელიასა და ,,გირჩის” ერთ-ერთ ლიდერს, იაგო ხვიჩიას შორის?

- არაფერი ისეთი არ ხდება, რაც მოლაპარაკებებთან არ არის დაკავშირებული.

ფაქტობრივად, ბიზნესპრობლემაა. საქმესთან დაკავშირებულია და არა - პირადული“.

ცნობისთვის, დღეს, 26 იანვარს პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა საბოლოოდ გადაამოწმა პოზიცია იმ ,,პარლამენტარების”, რომლებიც უარს ამბობენ საპრლამენტო მანდატებზე და ხელისუფლებასთან ბრძოლას ბოიკოტის რეჟიმში, პარლამენტს გარეთ განაგრძობენ.

ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერთა უმრავლესობამ უარი განუცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს პარლამენტში შესვლაზე, ოპოზიცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

ხატია მამულია